logo
ENG



მარნეულში მომხდარი ინციდენტი 

18 ივლ 202021:10
3 წუთის საკითხავი
 

გუშინ სამართალდამცველებმა ალიევების ოჯახში ჩხრეკისას სავარაუდოდ სცადეს, რომ ბრალდებულისთვის ნარკოტიკული საშუალება ჩაედოთ. ოჯახის წევრებმა, სახლში პოლიციის მისვლის დროს ტელეფონით ვიდეო კადრები გადაიღეს და ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ პოლიციელი მაგიდის ქვეშ რაღაცის დამაგრებას ცდილობს. ოჯახში ამბობენ, რომ ჩხრეკის დროს მათზე პოლიციამ ფიზიკურადაც იძალადა, ასევე ძალის გამოყენებით მოხდა მათ სახლში შეღწევა და სწორედ ამიტომ გაუჩნდათ ეჭვი, რომ გამომძიებლები შესაძლოა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ნივთის ჩადებას აპირებდნენ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ახმედ იმამყულიევმა ოჯახის და პარტიის სახელით დღეს პროკურატურას საჩივრით მიმართა. დეპუტატი ირაკლი შოთაძისგან ითხოვს სასწრაფოდ მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება, იგი ასევე პროკურატურას სთხოვს, რომ ობიექტურად გამოიძიონ სავარაუდო ძალადობის ფაქტიც. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო ჩადების ფაქტი აჩვენებს ხელისუფლების განწყობასა და დამოკიდებულებას, რაც იძლევა იმისი თქმის საფუძველს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მარნეულში ისევ ძალადობრივი იქნება. 

დეტალები ნახეთ „შაბათის ფორმულას“ 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა